მამა ისააკი და კობა ლიკლიკაძე (მარჯვნიდან მეორე) ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად (ერაყი, 2008 წ.)
მამა ისააკი, ერისკაცობაში ზაზა ფირცხალავა, რომელიც მღვდლად გახდომამდე აფხაზეთის ომში იბრძოდა, როგორც ბატალიონ “გაგრის” ყოფილი წევრი, ყველა თაობის ქართველი სამხედრო პირის პატივსაცემი მოძღვარია.
ყოფილი კაპელანი ამჟამად სიმონ კანანელის სახელობის ტაძრის მშენებლობას ხელმძღვანელობს, ტაძრისა, რომელიც აფხაზეთში დაღუპული მებრძოლების სახელზე შენდება.
სამხედრო სამსახურიდან წასვლის მიუხედავად, მამა ისააკი დღემდე არ წყვეტს ურთიერთობას თავის ყოფილ თანამებრძოლებთან და ხშირად იგონებს ქართველ ჯარისკაცებთან ერაყში გატარებულ ძალიან სახიფათო დღეებს.
2008 წლის ივლისში, როდესაც ერაყში, ქართული ბრიგადის განლაგებაში ვიმყოფებოდი მივლინებით, ქართველ კაპელანს იქ ფიცრული სამლოცველო ჰქონდა და ქართველ ჯარისკაცებს პირადადაც დაჰყვებოდა სამხედრო პატრულში. ამჯერად მამა ისააკს თბილისში დავურეკე და ტელეფონით ვესაუბრე.
Your browser doesn’t support HTML5
ინტერვიუ ქართველ სამხედრო კაპელანთან, რომელიც ერაყში ახლდა ქართულ ქვედანაყოფს