ინტერვიუ ბანუს ციხიდან გაქცეულ თალიბთან

Your browser doesn’t support HTML5

15 აპრილს პაკისტანის ქალაქ ბანუში მოწყობილი თავდასხმის შედეგად, შეიარაღებულმა პირებმა ციხიდან გაათავისუფლეს ოთხასამდე პატიმარი, მათ შორის ადნან რაშიდი, რომელიც დაპატიმრებული იყო პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტზე, ფერვეზ მუშარაფზე თავდასხმის მოწყობაში მონაწილეობისთვის. ხუთშაბათს რადიო „თავისუფლების“ პაკისტანური სამსახურის კორესპონდენტმა მიიღო ვიდეოჩანაწერი, რომელზეც რაშიდი კადრს მიღმა მყოფი პირის რამდენიმე შეკითხვას უპასუხებს.