პაკისტანში თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობას ავიაკომპანიას აკისრებენ

პაკისტანის მთავრობის განცხადებით, ავიაკომპანიას, რომელსაც ეკუთვნოდა გუშინ ისლამაბადთან ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, კატასტროფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება. ავიაკატასტროფას თვითმფრინავში მყოფი 127-ვე ადამიანი შეეწირა. შინაგან საქმეთა მინისტრის, რეჰმან მალიკის თქმით, როგორც სჩანს, კატასტროფა ავიაკომპანია „ბჰოჯა ეარის“ ბრალია, რადგან მან „ძალიან ძველი თვითმფრინავი“ შეიძინა. მინისტრმა დასძინა, რომ ავიაკომპანიის მფლობელს, ფარუყ ბჰოჯას, პაკისტანის დატოვება აეკრძალა, სანამ კატასტროფის გამოძიება გრძელდება. თვითმფრინავი კარაჩიდან ისლამაბადში მიფრინავდა.