ორმაგი ტერაქტი დაღესტანში ქალმა და კაცმა განახორციელეს

თვითმკვლელი ამფეთქებლები, რომლებმაც მახაჩყალის პოლიციის პოსტთან ორმაგი ტერაქტი განახორციელეს, ქალი და კაცი იყვნენ. ამის შესახებ დღეს დაღესტნის შსს-ს ხელმძღვანელმა აბდურაშიდ მაგომედოვმა განაცხადა. მანვე თქვა, რომ ამფეთებლები ე.წ. მახაჩყალის დაჯგუფებას წარმოადგენდნენ. წუხელ მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულთა შორისპოლიციელები და სამოქალაქო პირები არიან.