რუსული ავიალაინერის ნამსხვრევები ინდონეზიაში იპოვეს

ოთხშაბათს დაკარგული რუსული ავიალაინერის, Sukhoi Superjet-100-ის ნამსხვრევები ინდონეზიაში იპოვეს. ვარაუდობენ, რომ ბორტზე მყოფი 50-მდე მგზავრიდან ვერავინ გადარჩა. თვითმფრინავი სადემონსტრაციო ფრენას ასრულებდა. მასთან კავშირი აფრენიდან 20 წუთში გაწყდა. ავარიის მიზეზების დასადგენად შეიქმნა სპეციალური სახელმწიფო კომისია.