ენდი უორჰოლის შესრულებული ელვისის პორტრეტი 37 მილიონ დოლარად გაიყიდა

ნიო-იორკში ჩატარებულ ”სოთბის” აუქციონზე ამერიკელი მხატვრის, ენდი უორჰოლის ნამუშევარი ”ორმაგი ელვისი” 37 მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა უცნობია. აუქციოზე გაიყიდა პოპ-არტის მოძრაობის კიდევ ერთი წარმომადგენლის როი ლიხტენშტეინის ნამუშევარიც - ”მძინარე გოგონა” ასევე უცნობმა შეიძინა 44 მილიონზე მეტ დოლარად. ამავე ფასად გაიყიდა ექსპრესიონისტი მხატვრის, ფრენსის ბეიკონის ტილო ”მწერლის ფიგურა, სარკეში ასახული”.