ინდონეზიელმა მაშველებმა ავიაკატასტროფაში დაღუპულთა 10 გვამი იპოვნეს

ინდონეზიელმა მთამსვლელებმა დღეს რუსეთის თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპულთა 10 გვამი იპოვნეს. სამაშველო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაღუპულებს კატასტროფის ადგილიდან ვერტმფრენით გადაასვენებენ. მაშველებმა თოკებით შეძლეს კატასტროფის ადგილას დაშვება. რუსეთის თვითმფრინავი ოთხშაბათს ჯაკარტის ახლოს მდებარე მთას შეეჯახა.