ობამა მხარს უჭერს ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინებას

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ, მისი აზრით, გეი წყვილებს უნდა ჰქონდეთ დაქორწინების უფლება. აშშ-ის ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში, ობამამ აღნიშნა, რომ ეს არის მისი პირადი აზრი და ქვეყნის თითოეულმა შტატმა ამ საკითხზე დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.