ბირმის ოპოზიციის ლიდერი დღეს მიემგზავრება ტაილანდში

ბირმის ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუ ჩი ბოლო 24 წლის განმავლობაში დღეს პირველად დატოვებს ქვეყანას. ამ ხნის განმავლობაში აუნ სან სუ ჩის უმეტესწილად შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბირმის ოპოზიციის ლიდერი ტაილანდში ჩავა, სადაც პარასკევს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. ამის შემდეგ დაგეგმილია აუნ სან სუ ჩის ვიზიტი ევროპაში. ნორვეგიაში ის ოფიციალურად მიიღებს ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში, რომელიც მას 21 წლის წინ მიენიჭა. ბოლო 24 წლის განმავლობაში იმ პერიოდებშიც კი, როცა აუნ სან სუ ჩის არ ჰქონდა მისჯილი შინაპატიმრობა, ის უარს ამბობდა ქვეყნის დატოვებაზე, რადგან შიშობდა - მიანმისნ რეჟიმი მას სამშობლოში დაბრუნების უფლებას აღარ მისცემდა.