ორი მეამბოხე დახოცა უპილოტო თვითმფრინავმა პაკისტანში

პაკისტანის უშიშიროების სამსახურის თანახმად, სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა ესროლა ავტომანქანას და სულ მცირე, ორი მეამბოხე დახოცა. შაბათს მომხდარი თავდასხმა ბოლო 11 დღეში მეექვსეა. ის სამხრეთ ვაზირისტანში განხორციელდა.