ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჰუ ძინტაომ და ვლადიმირ პუტინმა ერთობლივი განცხადებით გამოხატეს უარყოფითი დამოკიდებულება სირიაში უცხოეთიდან ინტერვენციის, აგრეთვე ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების მიმართ. განცხადება გავცრელდა ოთხშაბათს, პეკინში ორი პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ. ჰუ ძინტაო და ვლადიმირ პუტინი გამოდიან ასევე კორეის ნახევარკუნძულზე თავშეკავებული ქმედებისაკენ და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის თაობაზე საერთაშორისო მოლაპარაკების სწრაფად განახლებისაკენ მოწოდებით. ჩინეთში ვიზიტისას, პუტინი მონაწილეობს აგრეთვე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში.