ჩინეთმა ორბიტაზე გაიყვანა კოსმოსური ხომალდი პირველი კოსმონავტი ქალით

ჩინეთმა კოსმოსურ ორბიტაზე გაიყვანა ხომალდი პირველი კოსმონავტი ქალით. 33 წლის ლიუ იანი კოსმოსში გაფრინდა სამი ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟის შემადგენლობაში. ხომალდმა „შენჩჟოუ-9“-მ დღეს აიღო სტარტი გობის უდაბნოში, ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. ფრენის პროგრამა ითვალისწინებს 2011 წლის სექტემბერში გაშვებულ ექსპერიმენტულ კოსმოსურ აპარატ „ტიანგუნ-1“-თან შეპირაპირებას. ჩინელი კოსმონავტები, გეგმის თანახმად, ერთ კვირას დაყოფენ კოსმოსში.