ურუგვაი მარიხუანის ლეგალიზაციას გეგმავს

ურუგვაის მთავრობა გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით - დაუშვან ქვეყანაში მარიხუანით ვაჭრობა. კანონპროექტის მიხედვით მარიხუანის გაყიდვას მხოლოდ მთავრობას დაქვემდებარებული სავაჭრო ობიექტები შეძლებენ. მისი შეძენა კი შეეძლებათ სახელმწიფო ბაზაში დარეგისტრირებულ სრულწლოვან მოქალაქეებს. კანონპროექტის ინიციატორების აზრით, ეს საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, აღრიცხოს გაყიდვები და აკონტროლოს მარიხუანის მომხმარებლები. კანონპროექტს ურუგვაის პარლამენტი უახლოეს ხანში განიხილავს.