პაკისტანში დაპატიმრებული ექიმის ძმა „როიტერსს“ ინტერვიუს აძლევს

პაკისტანში იმ ექიმის ძმა, რომელიც ციხეში ჩასვეს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსთვის ოსამა ბინ ლადენის პოვნის საქმეში დახმარების აღმოჩენის შემდეგ, აცხადებს, რომ აშშ-მა მის ძმას „ღირსება შეულახა“. „როიტერსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯამილ აფრიდი ამბობს, რომ ძალიან შეშფოთებულია მისი ძმის, შაკილ აფრიდის მდგომარეობით - რომელიც ფეშავარის ციხეში, სამარტოო საკანში იმყოფება. აფრიდის 33 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, მას შემდეგ, რაც ფორმალურად ბრალი დასდეს ლაშქარ-ე-ისლამის სახელით ცნობილი ექსტრემისტული ჯგუფის დახმარებაში. თუმცა აფრიდის მომხრეები მიჩნევენ, რომ მისი პატიმრობა სამაგიეროს გადახდაა იმ როლისთვის, რომელიც მან აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების წარმომადგენლებს გაუწია აბოტაბადში ბინ-ლადენის სამალავის აღმოჩენაში. ციხის ზედამხედველების თქმით, აფრიდი იზოლაციაში იმის გამო მოათავსეს, რომ შიშობენ - სხვა პატიმრებმა შესაძლოა მასზე შური იძიონ ბინ ლადენის სიკვდილისთვის.