მექსიკაში ავარიისას 25 ადამიანი დაიღუპა

მექსიკის სამხრეთში ავტოავარიის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. გერეროს შტატში, მთაში მიმავალ გზაზე ავტობუსი 300-მეტრიან ხევში გადავარდა. ავტობუსში ისხდნენ პოლიტიკური აქტივისტები, რომლებიც მიტინგზე მიდიოდნენ. ტრაგედიის მიზეზები დგინდება.