პარიზში იმართება ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა

ევროზონის ეკონომიკურად უდიდესი ოთხი ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის - ფინანსთა მინისტრები დღეს პარიზში მართავენ მოლაპარაკებას, რომელიც წინ უძღვის ევროკავშირის მიმდინარე კვირის სამიტს. 28-29 ივნისის სამიტზე უნდა განიხილონ ზომები ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად. სამშაბათს საფინანსო ბირჟებზე ევრო დასუსტდა დოლართან მიმართებით, როგორც ვარაუდობენ, ინვესტორების შეშფოთების გამო, რომ სამიტზე შესაძლოა, არ მიიღონ არსებითი მნიშვნელობის გადაწყვეტილებები.