საქართველოს ეწვია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე

დღეს საქართველოს ეწვია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე - ალექსანდრ ვერშბოუ. ის ბათუმში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში. დღესვე ალექსანდრ ვერშბოუ თბილისში გამართავს შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან. 15:00 საათზე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდება.