მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში მონაწილეობს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, ყრილობის მონაწილენი ევროპულ ღირებულებებსა და ევროპელი ლიდერების საერთო მისწრაფებებზე მსჯელობენ. ფორუმის დაწყებამდე პრეზიდენტი სააკაშვილი ევროკავშირის ხელმძღვანელებს შეხვდა.