ჩინეთში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, სინციან-უიღურის ავტონომიურ რაიონში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24-ს მიაღწია. დანგრეულია სახლები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება, დაზიანებულია გზები, დაიღუპა ასობით პირუტყვი. ყველაზე მძიმედ დაზარალებულ რაიონებში მაშველები გაიგზავნა. 6.6 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ჰეცზინისა და სინიუანის ოლქების საზღვარზე. მიწისქვეშა ბიძგები რეგიონის ცენტრში, ქალაქ ურუმჩიშიც კი იგრძნობოდა.