კიევში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური მატჩი მიმდინარეობს

უკრაინის დედაქალაქში, კიევში, ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს ესპანეთისა და იტალიის გუნდები ხვდებიან. პირველი ტაიმის ბოლოს ლიდერობდა ესპანეთი, ანგარიშით 2:0. ესპანეთს მოგებული აქვს 2008 წლის ევროპისა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატები. დღეს თუ გამარჯვებას შესძლებს, ესპანეთი უკვე ზედიზედ მესამედ მოიპოვებს უმნიშვნელოვანეს ტიტულს.