საღამოს 5 საათზე ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან დაიწყება სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის აქცია. გასულ კვირაში სახალხო დამცველს ამ საპატიმროდან 600-ზე მეტმა მსჯავრდებულმა მიმართა მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მის წარმომადგენლებთან საუბრისას პატიმრებმა დაადასტურეს კოლექტიურ განცხადებაში მითითებული ფაქტები და შვიდი მათგანი გამოძიების დაწყებასაც დათანხმდა.