საავადმყოფოებში ქლორით მოწამლული 12 ადამიანი რჩება

თბილისის საავადმყოფოებში ქლორით მოწამლული 12 პაციენტი რჩება. სააგენტო "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ უთხრა, რომ 11 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შესაძლოა, ისინი სახლში დღეს საღამოს გაწერონ. ერთი პაციენტის, 18 წლის ლაშა ნარიმანიძის მდგომარეობა მძიმეა. ლილოს დასახლებაში 3 ივლისს ქლორის გაჟონვის შედეგად 73 ადამიანი მოიწამლა.