თურქეთში დაკრძალეს სირიის მიერ ჩამოგდებული მფრინავები

თურქეთში პარასკევს დაკრძალეს სირიის საჰაერო დაცვის მიერ ჩამოგდებული თურქული სამხედრო თვითმფრინავის ორი პილოტი. პრემიერ-მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოანმა შეწყვიტა შვებულება და დაესწრო დასაფლავების ცერემონიას თურქეთის სამხრეთის ქალაქ მალავიას ბაზაზე, საიდანაც აფრინდა ორი კვირის წინანდელ ინციდენტამდე თვითფმრინვი. მფრინავების გვამები ხუთშაბათს ამოიტანეს ზღვის ფსკერიდან. სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა სინანული გამოთქვა მომხდარის გამო და განაცხადა, რომ სირიის ძალებმა მხოლოდ ჩამოგდების შემდეგ შეიტყვეს, რომ თვითმფრინავი თურქეთს ეკუთვნოდა. ინციდენტს მოჰყვა თურქეთის მიერ ორ ქვეყნის საზღვარზე სამხედრო ყოფნის გაზარდა.