ერაყში სირიის ელჩი გადადგა და ოპოზიციას შეუერთდა

ერაყში სირიის ელჩმა ნავაფ ფარესმა დაადასტურა მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია და პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ ამბოხებას შეუერთდა. ის არის პირველი მაღალი რანგის სირიელი დიპლომატი, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ფარესმა ”ფეისბუკის” საშუალებით გაავრცელა ვიდეო-ჩანაწერი, რომელშიც აცხადებს: ”ვაცხადებ, რომ ამ წუთიდან შევუერთდი სირიელი ხალხის რევოლუციის რიგებს”. ფარესს თავისი ადგილსამყოფელი არ დაუზუსტებია. ელჩის გადადგომის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სირიის ოპოზიციამ გაავრცელა.