იაპონიაში წყალდიდობის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა

იაპონიის ხელისუფლების ინფორმაციით 26 კაცი დაიღუპა და ექვსი უგზოუკვლოდ დაიკარგა იაპონიის კუნძულ კუიშუზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად. მოვარდნილი ღვარცოფისა და ხეების წაქცევის გამო ბლოკირებულია გზები და მთაგორიანი რეგიონის მოსახლეობა მოწყვეტილია გარესამყაროს. დაზარალებულ მოსახლეობას საკვები პროდუქტები სამხედრო შვეულმფრენებით მიეწოდება. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, დამანგრეველი წყალდიდობის საშიშროება აღარ არსებობს, თუმცა, ორშაბათის განმავლობაში კუნძულზე კვლავ იწვიმებს. მოსალოდნელი ასევე ელჭექიც.