დღეს ისრაელში დაკრძალავენ ბურგასის ტერაქტის შედეგად დაღუპულებს

ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულ 5 ისრაელელს დღეს დაკრძალავენ. ოთხშაბათს მოწყობილი აფეთქებისას 5 ისრაელელი ტურისტი და მათი ბულგარელი მძღოლი დაიღუპა. თავდასხმის ფაქტის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროც ჩაერთო.