ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს საქართველოს სამი მოქალაქე

ცხინვალის ციხიდან პარასკევს გაათავისუფლეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული შოთა მახარაშვილი, გიორგი მარიამიძე და ოთარ ჯავახი. ისინი ოსურმა მხარემ ქართველ სამართალდამცავებს გადასცა სოფელ ერგნეთთან. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამი ქართველის გათავისუფლება განაპირობა პარლამენტის დადგენილებამ ამნისტიის შესახებ და პრეზიდენტ თიბილოვის შესაბამისმა განკარგულებამ.