ავღანეთში დაიღუპა ნატოს სამი სამხედრო მოსამსახურე

დღეს და გუშინ ავღანეთში ნატოს სამი სამხედრო დაიღუპა. ინციდენტები მოხდა ქვეყნის აღმოსავლეთში. დღეს დილით, ორი ჯარისკაცი იმსხვერპლა გზასთან დამონტაჟებულმა ნაღმმა. მესამე სამხედრო შაბათს მოკლეს თავდასხმის დროს. დაღუპულთა მოქალაქეობის შესახებ არაფერს იტყობინებიან.