ევროკავშირს ეყოლება საგანგებო წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხში

ევროკავშირის ლიდერმა საგარეო და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, კეთრინ ეშტონმა საბერძნეთის წარმომადგენელი, სტავროს ლამბრინიდისი დაასახელა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლად ადამიანის უფლებების საკითხში. ლამბრინიდისი საბერძნეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია. ევროკავშირის მიერ ახალი თანამდებობის შექმნით გამიზნულია, მეტი ყურადღება დაეთმოს ადამიანის უფლებების თემას. ამ პოსტზე ლამბრინიდისის კონკურენტები იყვნენ საფრანგეთისა და ფინეთის წარმომადგენელი კანდიდატები.