სერბიის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო

სერბიაში ფიცი დადო ქვეყნის ახალმა კოალიციური მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა, რომელიც სოციალისტური პარტიის ლიდერია. კოალიციური მთავრობა ქვეყნის ნაციონალური პროგრესისა და სოციალისტური პარტიების წევრთაგან არის დაკომპლექტებული. ივიცა დაჩიჩი ცნობილია იმით, რომ წარსულში იგი იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის პრესმდივნად მუშაობდა. დაჩიჩმა არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ მისი კაბინეტის ძირითადი ყურადღება ქვეყნის ევროკაშირში გაერთიანებისაკენ იქნება მიმართული.