იულია ტიმოშენკო საარჩევნო სიაშია

უკრაინის გაერთიანებულმა ოპოზიციამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო დეპუტატობის კანდიდატთა სიაში ჩასვა. საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 28 ოქტომბერს გაიმართება. სიაში ტიმოშენკოს ჩამატების გადაწყვეტილება დღეს კიევში გამართულ ოპოზიციის კონგრესზე მიიღეს. იული ტიმოშენკო 7 წლიან სასჯელს იხდის.