პოლონეთში ავარიამ შეიწირა რვა ადამიანი

პოლონეთში რვა ადამიანი დაიღუპა მიკროავტობუსის მატარებელთან შეჯახების შედეგად. დაღუპულების უმრავლესობა, სავარაუდოდ, უკრაინელი მუშები არიან. ავარია ორშაბათს მოხდა ცენტრალურ პოლონეთში მდებარე ქალაქ ლოძთან. მიკროავტობუსში მყოფი სულ ათი ადამიანიდან გადარჩა ორი. მათი მდგომარეობა მძიმეა.