პოლონეთში ცხრამდე გაიზარდა ავარიაში დაღუპულთა რიცხვი

პოლონეთში ცხრა ადამიანი დაიღუპა მიკროავტობუსის მატარებელთან შეჯახების შედეგად. დაღუპულების უმრავლესობა, სავარაუდოდ, უკრაინელი მუშები არიან. ავარია ორშაბათს მოხდა ცენტრალურ პოლონეთში მდებარე ქალაქ ლოძთან. მიკროავტობუსში მყოფი სულ ათი ადამიანიდან გადარჩა ერთადერთი. მისი მდგომარეობა მძიმეა.