ალეპოში სამხედრო დაპირისპირება გრძელდება

სირიის ქალაქ ალეპოში სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის ბრძოლა გრძელდება. ქალაქი გუშინ ჩაბნელებული იყო. დარჩენილი მოსახლეობა სურსათის დეფიციტს განიცდის. ”ენ-ბი-სის” ცნობით, სირიის თავისუფლების არმიამ ანტისაავიაციო რაკეტები მოიპოვა სამთავრობო ძალების ვერტმფრენების მოსაგერიებლად. გავრცელებული ინფორმაციით, მეამბოხეებმა დაახლოებით ორი ათეული პორტატული ანტისაავიაციო სისტემა მიიღეს თურქეთიდან. არის მინიშნება, რომ ამაში აშშ-ის ხელი არ ურევია. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო კვირების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ საუდის არაბეთი და კატარი ითხოვდნენ სირიელი მეამბოხეებისთვის ანტისაავიაციო სისტემების მიწოდებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოში საჰაერო ოპერაციები გააძლიერეს. ალეპო 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. ათასობით მცხოვრები ქალაქში რჩება.