ჟორჟოლიანმა მოგებით დაიწყო 100 კგ-მდე ძიუდოისტთა ოლიმპიური ტურნირი

ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ერთი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს - ძიუდოისტი ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ.-მდე წონითი კატეგორია). პირველ წრეში 24 წლის ჟორჟოლიანმა დაძაბულ ბრძოლაში აჯობა გამოცდილ რუმინელ ძიუდოისტს, ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორს დანიელ ბრატას და მერვედფინალში გავიდა. იქ მისი მეტოქე იქნება აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი.