კოსმოსური აპარატი „კიურიოსიტი“ მარსზე დაეშვა

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის კოსმოსური კვლევის ცენტრის, ნასას მიერ შექმნილი კოსმოსური აპარატი „კიურიოსიტი“, რომელმაც ორი წლის განმავლობაში უნდა შეაგროვოს და დააკვირდეს მარსის ნიადაგის ნიმუშებს, წითელი პლანეტის ზედაპირზე დაეშვა. ლოს ანჯელესის მახლობლად მდებარე ლაბორატორიაში, საიდანაც მისიის თანამშრომლები კოსმოსური აპარატის მართვას ხელმძღვანელობენ, ტაშის გრიალი და ყიჟინა გაისმა, როცა დედამიწაზე მოვიდა შეტყობინება მარსზე „კიურიოსიტის“ წარმატებული დაშვების შესახებ. ნასას მიერ გამოქვეყნებული კომპიუტერული ანიმაცია ასახავს აპარატის გაშვების, ფრენისა და მარსზე დაჯდომის ფრაგმენტებს (NASA TV-ისა და რეიტერის ვიდეო).