ერაყში თავდასხმებს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში, ბაღდადიდან ჩრდილოეთით 80 კილომეტრზე, საგუშაგოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი იქნა მოკლული. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპნენ პროსამთავრობო სუნიტური დაჯგუფება „საჰვას“ წევრები, რომლებიც „ალ-ყაიდის“ წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილეობდნენ. „ალ-ყაიდის“ სუნიტი ექსტრემისტები „საჰვას“ წევრებს მოღალატეებად მიიჩნევენ და რეგულარულად ესხმიან მათ თავს. დღესვე ერაყში, აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია დიალაში მომხდარ აფეთქებას სამი პოლიციელი ემსხვერპლა. ქალაქ ჰადითას მიდამოებში, ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ანბარში, ქალაქის საბჭოს ერთი წევრი იქნა მოკლული. მას მანქანიდან ესროლა თავდამსხმელების ჯგუფმა.