დღეს ლონდონში დასრულდება 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

დღეს ლონდონში დასრულდება 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. ფინალურ დღეს 15 ოქროს მედალი თამაშდება მთელ რიგ სახეობებში: ვაჟების მარათონში, ვაჟების კალათბურთში, კრივში, რიტმულ ტანვარჯიშში, ვაჟთა ფრენბურთში, თავისუფალ ჭიდაობაში. ოლიმპიადის დახურვის ცერემონია თბილისის დროით შუაღამით დაიწყება და მასში 4100-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ჩაქრება ოლიმპიური ჩირაღდანი და ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გადაეცემა რიო დე ჟანეიროს, სადაც 2016 წელს გაიმართება ზაფხულის ოლიმპიადა.