ავღანეთში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა

ავღანეთის მასშტაბით დღეს მომხდარ აფეთქებებს ათობით ადამიანის სიკვდილი და ბევრის დაჭრა მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა მაშინ, როცა სამმა თვითმკვლელმა მოიერიშემ მიიტანა იერიში ზარანკზე - სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნიმროზის პროვინციის დედაქალაქზე. ამ თავდასხმებს რამდენიმე საათში მოჰყვა აფეთქება ჩრდილოეთით მდებარე კუნდუზის პროვინციაში. იქ ხალხმრავალ ბაზარში დისტანციურად მართული ბომბი აფეთქდა, რომელიც მოტოციკლეტზე იყო დამონტაჟებული. დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.