სტიქიამ დააზარალა კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დააზარალა კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონები და თბილისის შემოგარენი. სტიქიამ გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის და მარნეულის მუნიცუპალიტეტების სოფლებში მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ზარალის დასათვლელად ხელისუფლებამ სპეციალური კომისიები შექმნა, ადგილობრივი მოსახლეობა კი დახმარებას სახელმწიფოსგან ითხოვს, რადგან უმეტესობამ მოსავლის მოსაყვანად საბანკო კრედიტით ისარგებლა.