დაღესტანში ორი პოლიციელი მოკლეს

დაღესტანში ორი პოლიციელი მოკლეს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა. თავდასხმა სამშაბათს მოეწყო დედაქალაქ მახაჩყალაში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, პოლიციელებს თავში ესროლეს და ორივე ადგილზევე გარდაიცვალა.