ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი და გიორგი თარგამაძე იქნება

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე იქნება. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნებისმიერ ევროპულ პარტიაში სიის პირველი ნომერი პოტენციურად პრემიერობის კანდიდატია. ვეფხვაძის თქმით, თარგამაძემ დაამტკიცა, რომ მოქალაქეთა პრობლემების მოგვარება შეუძლია.