ვენაში უშედეგოდ დასრულდა ბირთვული მოლაპარაკება ირანზე

გაეროს ბირთვული უსაფრთხოების ინსპექტორებისა და ირანის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული პრობლემების მოგვარებას, უშედეგოდ დასრულდა. ამის მიზეზად ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლმა მოლაპარაკებებზე ჰერმან ნეკაერტსმა, „მნიშვნელოვანი უთანხმოების“ არსებობა დაასახელა. ატომური სააგენტო იძიებს მითითებებს, რომ ირანი მუშაობს ბირთვული იარაღის შესაქმნელ საიდუმლო პროგრამაზე. თეირანი უარყოფს ამ ბრალდებას. მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის - შეერთებული შტატების, ჩინეთის, რუსეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის - წარმომადგენლებთან ირანის დელეგაციის მოლაპარაკების ბოლო რაუნდი უშედეგოდ დასრულდა ივნისში.