კათოლიკეების ჯგუფი სირიიდან ლიბანში გაიქცა

კათოლიკური ეკლესიის რამდენიმე მღვდელმსახური, მათ შორის ქალაქ ალეპოს არქიეპისკოპოსი ჟან-კლიმენ ჟარბარი სირიიდან ლიბანში გაიქცა. ვატიკანის რადიოს ცნობით გასულ კვირას ალეპოში უცნობები თავს დაესხნენ რაიონს, სადაც ქრისტიანული დაწესებულებებია განთავსებული. მღვდელმსახურებმა დაპირისპირების ადგილის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც დაარბიეს არქიეპისკოპოსის რეზიდენცია.