საზაფხულო ბანაკი კონფლიქტის ზონაში

Your browser doesn’t support HTML5

ერგნეთში, კონფლიქტის ხაზიდან 100 მეტრში, ათი დღის წინ გაიხსნა მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკი. ბანაკი მუშაობს ერთ ნახანძრალ სახლში, სადაც 70-მდე ბავშვი ეუფლება ხელსაქმეს, სწავლობს ხატვას, თექაზე მუშაობას. ბანაკში არიან როგორც ერგნეთელები, ისე სოფლიდან გასული მოზარდებიც. საზაფხულო ბანაკის მომწყობი ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ ეს ბანაკი გარდა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა, სოფელში ახალგაზრდების დაბრუნებასაც უწყობს ხელს.