ბელფასტში ისევ მოხდა შეტაკებები კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის

ბელფასტში მეორე ღამეა მიმდინარეობს შეტაკებები ახალგაზრდა კათოლიკეებისა და პროტესტანტების დაჯგუფებებს შორის. რეიტერის სააგენტოს ცნობით, დაშავებულია, სულ ცოტა, ცხრა პოლიციელი. წინა ღამით სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 47-მა პოლიციელმა. არეულობის მონაწილეები პოლიციელებს ქვებსა და აალებადი სითხით სავსე ბოთლებს უშენდნენ. კონფლიქტი ბელფასტში მას შემდეგ დაიწყო, რაც კათოლიკეები და პროტესტანტები ვერ შეთანხმდნენ მასობრივი აქციების ჩატარების დროსა და ადგილზე.