საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იმყოფება

საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი იმყოფება. ანდერს ფოგ რასმუსენი საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს თბილისში მიმდინარე ამბასადორიალში და შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამხედროებს, რომლებიც ოქტომბრის ბოლოს ავღანეთში მიემგზავრებიან. დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნის და საქართველოს პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია. ანდერს ფოგ რასმუსენი თბილისს ეწვია სომხეთიდან და 7 სექტემბერს აზერბაიჯანში გაემგზავრება.