ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" შეიძლება დაიშალოს

არსებობს შესაძლებლობა, რომ არჩევნების შემდეგ კოალიცია ”ქართული ოცნება” დაიშალოს - ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ურმას პაეტთან შეხვედრის შემდეგ. მან დასძინა, რომ კოალიცია რამდენიმე პარტიას აერთიანებს და დაშლა გარკვეულწილად ლოგიკური და ნორმალური იქნებოდა.