უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი დღეს აქციას აგრძელებს. სტუდენტები უნივერსიტეტისათვის მეტ ავტონომიას და, მათი აზრით, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ლექტორების დაბრუნებას ითხოვენ. აქცია პირველ კორპუსთან დაიწყო, რის შემდეგაც სტუდენტებმა სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს.