აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაიტში, სულ ცოტა, ორი ადამიანი დაიღუპა და ორი მძიმედ დაშავდა ამრეწველო ობიექტზე მომხდარი აფეთქებებისა და ხანძრის შედეგად. სუმგაიტი ბაქოს ჩრდილოეთით, 30-მდე კილომეტრში მდებარეობს. ერთი მუშა დაკარგულად ითვლება. ორშაბათს დილით, სულ ცოტა, ორი აფეთქება მოხდა საყოფაცხოვრებო საქონლის მწარმოებელ ობიექტზე. მაშველებმა შეძლეს, დილითვე ჩაექროთ ხანძარი. დაწყებულია გამოძიება.